ნომინაცია ბიუჯეტური განთავსების ობიექტებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან გამორჩეული ხარისხით, კომფორტით, სისუფთავით, ამავდროულად ინარჩუნებენ ხელმისაწვდომობას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და სხვა ბიუჯეტური განთავსების ობიექტები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში.
შეფასების კრიტერიუმი:
სტუმრების კმაყოფილება და გამოცდილება (მაგ. მიმოხილვები, მომსახურების ხარისხი, სისუფთავე);
ღირებულება და ფასის შესაბამისობა;
ინოვაცია და ეფექტურობა (მაგ. ტექნოლოგიის გამოყენება, მდგრადობის პრაქტიკა);
მართვისა და ოპერაციული სტანდარტები;
მარკეტინგული საკომუნიკაციო და სარეალიზაციო არხები;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).