ნომინაცია მათთვის, ვინც ქვეყნის გასტრონომიულ იდენტობას გემოთი და ტრადიციებით აცოცხლებს. ვინც პოპულარიზაციას უწევს ქართულ ტრადიციულ რეგიონალურ სამზარეულოს, უნიკალურ ადგილობრივ პროდუქტებსა და ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას- ყველაფერს, რაც საქართველოს გამორჩეულ გასტრონომიულ მიმართულებად აქცევს.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
რესტორნები, ღვინის სახლები;
კულინარიული ღონისძიებები, ფესტივალები ან პროექტები;
შეფასების კრიტერიუმი:
ავთენტურობა: ტრადიციული ქართული ინგრედიენტების, მეთოდებისა და რეცეპტების გამოყენება;
რეგიონალური აქცენტი: რეგიონალური ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციებისა და გემოების წარმოჩენა;
კრეატიულობა და ინოვაცია: ქართული სამზარეულოს უნიკალური პრეზენტაცია ან ადაპტაცია;
ხარისხი: მაღალი ხარისხის მომსახურება;
კულტურული გავლენა: ქართული გასტრონომიული იდენტობის პოპულარიზაცია;
მდგრადი პასუხიმგებლობა: ადგილობრივი პროდუქტებისა და ეკო-მეგობრული პრაქტიკის გამოყენება (თუ შესაძლებელია);
რეგისტრაციის წინაპირობები:
უნდა ფუნქციონირებდეს და რეგისტრირებული იყოს საქართველოში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).