კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ითვალისწინებენ მდგრად პრინციპებს (ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ) და წარმატებით აინტეგრირებენ თავიანთ ძირითად ოპერაციულ საქმიანობაში.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • მასპინძლობის ინდუსტრია, ჰორეკა და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა კომპანიები საქართველოში, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ მდგრად პასუხისმგებლობას.

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  • ეკოლოგიური მდგრადობა (ენერგია, წყალი, ნარჩენები);
  • სოციალური პასუხისმგებლობა და  ჩართულობა;
  • მდგრადი მიწოდების ჯაჭვი და ადგილობრივი წყაროები;
  • ინოვაცია და გრძელვადიანი გავლენა;
  • პერსონალის ცნობიერება და ტრენინგები მდგრადობის საკითხებში;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon