ნომინაცია სასტუმროებისთვის, რომლებიც ხასიათდებიანგამორჩეულიარქიტექტურულიდაინტერიერისდიზაინით, სადაცესთეტიკა, ფუნქციონალურობადასტუმრისკომფორტისრულყოფილადერწყმისერთმანეთს. სასტუმროები გამოირჩევიან თამამი და განსხვავებული დიზაინ კონცეფციებით, დეტალებზე ზედმიწევნით ყურადღებითა და გამოკვეთილი ვიზუალური იდენტობით, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს სტუმრის გამოცდილებას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
სასტუმროები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში და ძლიერი აქცენტი აქვთ დიზაინსა და ვიზუალურ იდენტობაზე;
ბუტიკ სასტუმროები, ‘life style’ სასტუმროები, რომლებიც შექმნილია არქიტექტორებთან ან დიზაინერების საავტორო პროექტებით;
ცალკეული ან ქსელის ნაწილი სასტუმროები;
შეფასების კრიტერიუმი:
არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი: ესთეტიკური ხარისხი, ორიგინალობა და ადგილობრივი ან თანამედროვე ელემენტების ინტეგრაცია;
კონცეფცია და თანმიმდევრულობა: დიზაინის თანმიმდევრულობა საზოგადოებრივი სივრცეებიდან სტუმრის ოთახებამდე;
სტუმრის კომფორტი და ფუნქციონალურობა: ვიზუალურ მიმზიდველობასა და პრაქტიკულ გამოყენებადობას შორის ბალანსი;
მასალებისა და სივრცის კრეატიული გამოყენება: ინოვაციური და მდგრადი დიზაინის გადაწყვეტილებები;
ატმოსფერო და გარემო: ემოციური და სენსორული გავლენა სტუმრებზე;
ბრენდის იდენტობა: რამდენად შეესაბამება დიზაინი სასტუმროს საერთო კონცეფციასა და მარკეტინგს;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).