ნომინაცია აპარტ სასტუმროებისთვის, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ კომფორტს, ხარისხიან მომსახურებასა და გრძელვადიანი დარჩენისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
აპარტ სასტუმროები;
შეფასების კრიტერიუმი:
სტუმრის კომფორტი და კმაყოფილება: შეფასებები და უკუკავშირი, სისუფთავე, კომფორტი;
მომსახურების ხარისხი: რეგისტრაციის პროცედურები, მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა და სტუმართმასპინძლობა, მომსახურების სტანდარტები;
აღჭურვა: სრულად გაწყობილი და აღჭურვილი სამზარეულო, სამრეცხაო, სამუშაო სივრცე, ინტერნეტი, ტელევიზორი;
ხანგრძლივი დარჩენისთვის შესაბამისობა: სერვისები, მოწყობა, აღჭურვა, მოქნილი ჯავშნების სისტემა და ფასდაკლებები;
დიზაინი და ატმოსფერო: ინტერიერის დიზაინი, მოწყობა, სტილი, კომფორტი, სივრცითი განლაგება;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).