კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია მათთვის, ვინც ქვეყნის გასტრონომიულ იდენტობას გემოთი და ტრადიციებით აცოცხლებს. ვინც პოპულარიზაციას უწევს ქართულ ტრადიციულ რეგიონალურ სამზარეულოს, უნიკალურ ადგილობრივ პროდუქტებსა და ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას- ყველაფერს, რაც საქართველოს გამორჩეულ გასტრონომიულ მიმართულებად აქცევს.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • რესტორნები, ღვინის სახლები;
  • კულინარიული ღონისძიებები, ფესტივალები ან პროექტები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ავთენტურობა: ტრადიციული ქართული ინგრედიენტების, მეთოდებისა და რეცეპტების გამოყენება;
  2. რეგიონალური აქცენტი: რეგიონალური ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციებისა და გემოების წარმოჩენა;
  3. კრეატიულობა და ინოვაცია: ქართული სამზარეულოს უნიკალური პრეზენტაცია ან ადაპტაცია;
  4. ხარისხი: მაღალი ხარისხის მომსახურება;
  5. კულტურული გავლენა: ქართული გასტრონომიული იდენტობის პოპულარიზაცია;
  6. მდგრადი პასუხიმგებლობა: ადგილობრივი პროდუქტებისა და ეკო-მეგობრული პრაქტიკის გამოყენება (თუ შესაძლებელია);

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა ფუნქციონირებდეს და რეგისტრირებული იყოს საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon