კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია ბიუჯეტური განთავსების ობიექტებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან გამორჩეული ხარისხით, კომფორტით, სისუფთავით, ამავდროულად ინარჩუნებენ ხელმისაწვდომობას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და სხვა ბიუჯეტური განთავსების ობიექტები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში.

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  • სტუმრების კმაყოფილება და გამოცდილება (მაგ. მიმოხილვები, მომსახურების ხარისხი, სისუფთავე);
  • ღირებულება და ფასის შესაბამისობა;
  • ინოვაცია და ეფექტურობა (მაგ. ტექნოლოგიის გამოყენება, მდგრადობის პრაქტიკა);
  • მართვისა და ოპერაციული სტანდარტები;
  • მარკეტინგული საკომუნიკაციო და სარეალიზაციო არხები;
  • მდგრადი პრინციპები;
  • ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილი.

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

 

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon