კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია სასტუმროებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან გამორჩეული არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინით, სადაც ესთეტიკა, ფუნქციონალურობა და სტუმრის კომფორტი სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმროები გამოირჩევიან თამამი და განსხვავებული დიზაინ კონცეფციებით, დეტალებზე ზედმიწევნით ყურადღებითა და გამოკვეთილი ვიზუალური იდენტობით, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს სტუმრის  გამოცდილებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • სასტუმროები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში და ძლიერი აქცენტი აქვთ დიზაინსა და ვიზუალურ იდენტობაზე;
  • ბუტიკ სასტუმროები, ‘life style’ სასტუმროები, რომლებიც შექმნილია არქიტექტორებთან ან დიზაინერების საავტორო პროექტებით;
  • ცალკეული ან ქსელის ნაწილი სასტუმროები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი: ესთეტიკური ხარისხი, ორიგინალობა და ადგილობრივი ან თანამედროვე ელემენტების ინტეგრაცია;
  2. კონცეფცია და თანმიმდევრულობა: დიზაინის თანმიმდევრულობა საზოგადოებრივი სივრცეებიდან სტუმრის ოთახებამდე;
  3. სტუმრის კომფორტი და ფუნქციონალურობა: ვიზუალურ მიმზიდველობასა და პრაქტიკულ გამოყენებადობას შორის ბალანსი;
  4. მასალებისა და სივრცის კრეატიული გამოყენება: ინოვაციური და მდგრადი დიზაინის გადაწყვეტილებები;
  5. ატმოსფერო და გარემო: ემოციური და სენსორული გავლენა სტუმრებზე;
  6. ბრენდის იდენტობა: რამდენად შეესაბამება დიზაინი სასტუმროს საერთო კონცეფციასა და მარკეტინგს;
  7. სტუმრების  უკუკავშირი: სტუმრების პოზიტიური შეფასებები;
  8. მდგრადი პასუხისმგებლობა: მდგრადი პრინციპების დანერგვა;

 

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon