კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია აღიარებს გამორჩეულ ველნეს გამაჯანსაღებელ გამოცდილებას საქართველოში ნომინანტებმა უნდა წარმოაჩინონ ჰოლისტიკური გამოცდილება, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობას, როგორიცაა სპა პროცედურები და სხვადასხვა ველნეს თერაპიები ადგილობრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებით.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • გამაჯანსაღებელი ცენტრები, რეზორტები, სასტუმროები და სპა, რომლებიც სთავაზობენ ველნეს გამაჯანსაღებელ გამოცდილებას საქართველოში.

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ჰოლისტიკური მიდგომა ველნესის მიმართ (ფიზიკური, მენტალური, ემოციური);
  2. ველნეს სერვისებისა და ობიექტების ხარისხი;
  3. სტუმრების გამოცდილება და კმაყოფილება;
  4. ადგილობრივ გარემოსთან და კულტურასთან ინტეგრაცია;
  5. ინოვაცია ველნეს შეთავაზებებში;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).
National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon